პეკინის გამზირზე „დელფოსის” მაღაზია გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამვლელებმა შენიშნეს, რომ მაღაზიის კარი ღია იყო და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირფასეულობა არ არის წაღებული, თუმცა ბოროტმოქმედებმა, სავარაუდოდ, სალაროდან ფულის წაღება მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.