LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალურ მოძრაობას” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს: კალაძე

58
კალაძე კახა

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

კალაძე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტს ხელი ბევრმა  პასუხისმგებლიანმა პარტიამ მოაწერა.

კახა კალაძე აქვე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველას აჩვენებს, თუ როგორი არ უნდა იყოს კონკრეტული პარტია, როდესაც ის ოპოზიციაშია:

“შეთანხმების პროცესი მნიშვნელოვანი იყო. ბევრმა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. “ნაციონალურ მოძრაობას” რაც შეეხება, ვიცით მათი ქმედებები. საზოგადოებას და ევროპელ მეგობრებს, ყველას აჩვენებენ, თუ როგორი არ უნდა იყოს კონკრეტული პარტია, როდესაც ის ოპოზიციაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა მაინც მოუწევთ.” – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, 31 მაისს პარტიის პოლიტსაბჭომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა განაცხადა, რომ  შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

magti 5g