LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი Kia Sportage-ის პირველი ოფიციალური კადრები

55
kiassportage45

კომპანია Kia–მ მეხუთე თაობის Sportage–ის პირველი თიზერი გაავრცელა. მოდელის პრემიერა ივლისისთვისაა დაგეგმილი, თუმცა გარკვეული დეტალები უკვე ცნობილია.

Kia–მ დააზუსტა, რომ ახალი კროსოვერი საფირმო კონცეფციით შეიქმნა. მოდელმა მასიური რადიატორის ბადე, განსხვავებული ფარები და ძარაზე მანათობელი ხაზები მიიღო.

სალონში გაჩნდა გაერთიანებული პანელი, რომელიც მოწყობილობების ეკრანს მულტიმედიურ სისტემასთან აერთიანებს. ეს კონცეფცია უკვე კარგადაა ცნობილი ელექტრომობილი Kia EV6–ისა და ფლაგმანი K8–ს მფლობელებისთვის. ეკრანის ქვეშ კი კლიმატ–კონტროლის მექანიკური მოწყობილობა განთავსდა.

ახალი Sportage იმავე პლატფორმაზეა აგებული, რაზეც Hyundai Tuscon. წინასწარი ინფორმაციით, კროსოვერი ბენზინის და დიზელის „ტურბო–ოთხიანს“, 1,6 ლიტრის მოცულობის აგრეგატს მიიღებს. ავტომობილს ექნება ასევე ჰიბრიდული ვერსიაც, რომლის შემადგენლობაშიც იქნება 1,6 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავი და ელექტროძრავი, ჯამში 226 ცხენის ძალის სიმძლავრით.

ასეთი Sportage 13,8 კილოვატ–საათიან ელემენტს მიიღებს და ერთი დამუხტვით 45 კილომეტრის გავლა შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g