LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელი კანონმდებლების ოფიციალური ვიზიტი იწყება: ყველაფერი იმას ემსახურება, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაყენების დროს ვიყოთ ბევრად მომზადებული

53
publika.ge-134096866-5143215699051740-7704150646295827238-o-1024x683

დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ვიზიტი იწყება. პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან გაიმართება. ასევე, დღის განმავლობაში აუდიენციები დაგეგმილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტოდ მჭიდრო თანამშრომლობაა ევროპის საბჭოსა თუ ევროკავშირის სტრუქტურებთან. მისივე თქმით, შეხვედრებზე ევროპელ კოლეგებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.

“ჩვენი ევროპელი კოლეგებს აინტერესებთ კონკრეტული მიმართულებების საკითხები. ეს უკავშირდება რეფორმებს, ადამიანის უფლებების დაცვას, სასმართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამიტომ ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს გავუზიარებთ პოზიციებს იმ საკითხებზეც, რომლებზეც ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში რეფორმებს. იცით, რომ ჩვენთვის სახელმძღვანელო დოკუმენტია შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ გავუზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც უკვე ჩავდეთ ამბიციური საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტში, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შესაბამისად, გავცვლით პოზიციებს იმისთვის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროპელი მეგობრები დეტალურად იყვენენ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე რეფორმების საკითხებზე. ჩვენთვის ყოველთვის ღირებული და მნიშვნელოვანია მათი ვიზიტები, მათი ჩართულობა და საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაყენების დროს ვიყოთ ბევრად მომზადებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ხვალ შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები