საკულტო სერიალის „მეგობრები“ დაბრუნება ეკრანებზე წლის მთავარ კინომოვლენად შეფასდა. როგორც ჩანს, თავად მსახიობებისთვის ამ პროექტზე მუშაობა ძალიან ემოციური გამოდგა. გუშინ ჯენიფერ ენისტონმა საშუალება მისცა ფანებს უფრო მეტი გაეგოთ, რა ხდებოდა საკულტო სერიალის გადაღებებზე. მან სოციალურ ქსელში კოლეგებთან ერთად გადაღებული სელფი გააზიარა.
ფოტოზე „მეგობრების“ ყველა ვარსკვლავი ჩანს, მათ შორის ქორთნი კოკსი, მეთ ლებლანი, ლიზა კუდროუ, დევიდ შვიმერი და მეთიუ პერი. მეორე ფოტოზე კი ჯასტინ და ჰეილი ბიბერები არიან, ჯასტინი ახალი ეპიზოდის მოწვეული სტუმარია.