არასდროს შეხვდეთ მამაკაცს რომელსაც სელფების გადაღება თქვენზე მეტად უყვარს. 21-ე საუკუნე სელფის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია და საკუთარ თავს ფოტოს თითქმის ყველა ადამიანი უღებს. გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, წინა კამერასთან უფრო დიდ დროს ქალბატონები ატარებენ, თუმცა როგორც უახლესმა კვლევებმა აჩვენა გამონაკლისი არც მამაკაცები არიან და ტელეფონს სელფებით ისინიც ავსებენ. ერთი შეხედვით უცოდველი გატაცები კი შესაძლოა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდეს.
როგორც ფსიქოლოგებმა დაადგინეს, „სელფომანი“ მამაკაცი შესაძლოა ფსიქოფატი იყოს, ანუ გონებრივი პრობლემები ქონდეს. ფსიქოფატი თუ არა, ის ნარცისი მაინც იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ყოველთვის თქვენზე მეტად ეყვარება. მისთვის ონლაინცხოვრება რეალურზე მნიშვნელოვანია და მომენტით ტკბობა ხომ საერთოდ არ შეუძლია.
გარდა ამისა, „სელფომანი“ საკუთარ გარეგნობას ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს და ყურადღების ნაკლებობასაც განიცდის.