მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონის გარდერობში ბევრი ისეთი სამოსია, რომელიც სპეციალურად შეირჩა, რათა სამეფო ოჯახის წევრებს პატივი მიეგოთ პრინცესა დაიანასთვის. მედიას არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ იგივე მეგან მარკლის გარდერობი, მისი სხვადასხვა გამოსვლები, საჯარო აქტივობები პირდაპირ კავშირშია პრინცესა დაიანას საქმიანობასთან.
მოდით ვნახოთ მომენტები, როცა მეგან მაკლიმ პრინცესა დაიანას მსგავსი სამოსით მსოფლიოს ალაპარაკება შეძლო.
ყველას გვახსოვს 2019 წელს ორსული მეგან მარკლი, რომელიც მწვანე ფერის „ერდემის“ პალტოთი გამოჩნდა. ეს პალტო ზუსტად იმ მწვანე პალტოს ანალოგია, რომელიც დაიანას 1982 წელს ეცვა. მაშინ ლეიდი დიც ორსულად იყო.
1990 წელს პრინცესა დაიანა ბრწყინავდა მბზინავ საღამოს კაბაში, როცა ის „ლანკასტერ ჰოტელში“ იმყოფებოდა, ზუსტად ასეთივე კაბით 30 წლის შემდეგ ვიხილეთ მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ერთად „როიალ ალბერთ ჰოლში“ ვიზიტისას.
1989 წელს დაიანა წითელი პიჯაკით, შლაპითა და იასამნისფერი ქვედაბოლოთი გამოჩნდა ჰონგ-კონგში ვიზიტისას. ასეთივე ფერის შეხამებით ვიხილეთ მეგანი 2019 წელს.
შავ-თეთრ ანსამბლს მიანიჭა უპირატესობა დაიანამ სამეფო დოღის დროს. ზუსტად ასეთი ლუქით გამოჩნდა ამავე ღონისძიებაზე მეგანიც.
1990 წელს პრინცესა დაიანა იმყოფებოდა როიალ ალბერტ ჰოლში და ბრწყინავდა „ალტუზარას“ პიჯაკში, რომელიც ატლასის საყელოთი იყო გაფორმებული. ამავე ბრენდის ასეთივე პიჯაკში იყო გამოწყობილი მარკლი ბავშვთა ორგანიზაციაში ვიზიტის დროს.
შოტლანდიაში ვიზიტისას, 1987 წელს დაიანა მწვანე კუბოკრული კაბით გამოჩნდა ოფიციალურ ვიზიტზე, ზუსტად ასეთივე პრინტით შეარჩია პალტო მეგანმა ასევე შოტლანდიაში ვიზიტის დროს.
პრინცესა დაიანას უყვარდა ჯინსები და თეთრი ბლუზები. ძირითადად, ასეთ სამოსს ის სპორტული აქტივობების დროს იცვამდა. ზუსტად ასევე, ვიხილეთ მეგანიც ოლიმპიური თამაშების გახსნაზე.
ყველას გვახსოვს ვარდისფერი „კაროლინა ჰერერას“ კაბა, რომელიც მეგანს დედოფლის იუბილეზე ეცვა. ეს ზუსტად იმ კაბის ანალოგია, რომელიც ლეიდი დის ეცვა 1987 წელს გერმანიაში, საბალეტო წარმოდგენის დროს.
1986 წელს საუდის არაბეთში სტუმრობისას პრინცესა დაიანა „ქეთრინ უოლკერის“ ჭრელ პერანგში ვიხილეთ, ანალოგიური პრინტის კაბა „ოსკარ დე ლა რენტასგან“ მეგანს მეგობრის ქორწილში ეცვა.
და ბოლოს თავად მეგანის რიგით მეორე საქორწილო კაბა ზუსტად იმ კაბის ანალოგია, რომელიც დაიანას რამდენჯერმე ეცვა და რომელიც მისი საყვარელი კაბების სიაშია.