თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდების აცრის საშუალება ექნება.
მისივე თქმით, მოზარდების აცრის შესაძლებლობა მაშინ იქნება, როცა ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინა შემოვა.
“წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“ – თენგიზ ცერცვაძე
„არანაირი შეზღუდვა არ იქნება, უწყვეტი მომარაგება გვექნება ვაქცინის, წვდომა შეუზღუდავი და თან დიდი არჩევნის საშუალება იქნება. იგეგმება „ფაიზერის“ შემოტანაც, მათ შორის, დიდი რაოდენობით, სადღაც ერთ მილიონ დოზამდე, ან 700 000 დოზამდე, ეს საშუალებას მოგვცემს, 12 წლის ზემოთ მოზარდებიც აიცრან, რადგან ჯერჯერობით, მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს მიღებული ნებართვა 18 წელს ქვემოთ ახალგაზრდების აცრაზე. სხვა ვაქცინებს ჯერჯერობით, ამის ნებართვა არ აქვს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.