მაშველებმა აბასთუმანში დაკარგული 7 ახალგაზრდა იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთრლობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მათი უსაფრთხო ადგილას ჩამოყვანის სამუშოები მიმდინარებს.
ცნობისთვის, 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.