აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გაერთიანდა და სარჩელი შეიტანა – მიზეზი მათ მიერ მოგებული “მწვანე ბარათია”, რომელიც კოვიდპანდემიის გამო პრიორიტეტული აღარ არის.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, კოლუმბიის საოლქო სასამართლოში საჩივარი 141 ქვეყნის 24 000-ზე მეტი მოქალაქის სახელით შევიდა.
მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს უთხრეს, რომ პანდემიის გამო სავიზო განაცხადები პრიორიტეტული აღარ იქნება, გამარჯვებულები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ისინი დაკარგავენ შანსს, გადავიდნენ აშშ-ის ტერიტორიაზე.
მოსარჩელეების ადვოკატმა კერტის მორისონმა სარჩელის შეტანის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერშიც” დაწერა და აღნიშნა, რომ საქმის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაასაჯაროებენ:
Excited to announce we have filed complaint for our 24,089 #GoodluckvBiden plaintiffs in the District Court for District of Columbia (case #1:21-cv-01530). So grateful to our amazing team that made this possible. We will release more information tomorrow. #DV2021 pic.twitter.com/4dBKLlXMlt
— Curtis Morrison (@curtisatlaw) June 7, 2021
შეგახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად, სპეციალური გათამაშებით 55 000 “მწვანე ბარათს” გასცემს. იმ შემთვევაში, თუ ვიზას ვადა ამოეწურა, ბარათის მფლობელმა შესაძლოა აღნიშნული პროგრამით შტატებში გამგზავრების შანსი სრულიად დაკარგოს.