LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკარაში ძლიერი აფეთქება მოხდა

49

გვიან ღამით თურქეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა. ანკარას იმ უბანში, სადაც სამთავრობო დაწესებულებები მდებარეობს, ერთ-ერთ შენობაში გამათბობელი აფეთქდა. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

განადგურებულია შენობის პირველი სართული. დაზიანდა, ასევე, ქუჩაში მდგომი ავტომანქანები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობაში აფეთქების მომენტში არავინ იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g