LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნების და ბარების დარგის სტატისტიკა – bia.ge

460
6028c724832aa

რესტორნების და ბარების დარგში bia.ge-ზე 3300-ზე მეტი რეგისტრირებული ორგანიზაცია ფიქსირდება.

აქედან, დღეის მდგომარეობით 1760 ეკონომიკურად აქტიური იურიდიული პირია, რაც დარგში არსებული კომპანიების 53%-ს შეადგენს.

გასულ წელთან შედარებით მათი რიცხვი 10%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ “ბიზნესკურიერის” ეთერში კომპანიის წარმომადგენელმა ანნა ამაშუკელმა ისაუბრა.

რესტორნების და ბარების დარგში წამყვანი საქმიანობის სფეროებია:
რესტორნები
ბარები
კაფეები/კაფეტერიები
სწრაფი კვება
სასადილოები
სახაჭაპურეები
სახინკლეები
პაბები
პიცერიები
საშაურმეები

ბიას ონლაინ პლატფორმაზე რეგიონების ჭრილში, რომ განვიხილოთ რესტორნები და ბარების დარგი, ტოპ 5 რეგიონი, რომლებიც ძირითადად დატვირთული არის აღნიშნული ტიპის მაღაზიიებით შემდეგია:
თბილისი
აჭარა
იმერეთი
კახეთი
მცხეთა-მთიანეთი

ბია.ჯის მიხედვით მოცემულ სფეროში დასაქმებული თანამშრომლები უმეტეს შემთხვევაში შტატში არსებული მუდმივი თანამშრომლები არიან, ხოლო კომპანიების 28%- ს ჰყავთ დროებითი დაქირავებული თანამშრომლები.

ბიას ონლაინ მონაცემთა ბაზაში რესტორნების/ბარების დარგში არსებული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია:

4% არის მსხვილი ზომის კომპანია
14% საშუალო ზომის კომპანია
ხოლო დანარჩენი 82% მცირე ზომის კომპანია.

რაც შეეხება იმპორტს.

კომპანიების საკმაოდ მაღალი რაოდენობა 4% ახორციელებს იმპორტს. თავისთავად იმპორტი წარმოდგენილია უმეტესწილად რესტორნისთვის საჭირო ინვენტარის სახით და ასევე მცირე დოზით გვხდება სხვადასხვა საკვები პროდუქტის იმპორტიც. შეგვიძლია გამოვყოთ ტოპ 3 საიმპორტო ქვეყანა, ესენია: თურქეთი, ჩინეთი, იტალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები