LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებიდან ჩამოსული ჯგუფი საქართველოზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს, რომელიც უცხოური მედიით გადაიცემა

38
ipiccy-image

საერთაშორისო მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეს-ტურებს აგრძელებს.

ქართული ღვინის, კულტურისა და საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ, სატელევიზიო  ვიდეორგოლებისა და დოკუმენტური სერიების გადასაღებად, ადმინისტრაციის ორგანიზებით, ნიდერლანდებიდან საქართველოში 4 კაციანი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა. ჯგუფის წევრებს შორის იმყოფებოდა ღვინის მაგისტრი პიტერ რიჩარდსი, რომელიც სხვადასხვა გადაცემების ავტორია. ( Wine masters TV,  Wine Blast, www.susieandpeter.com; BBC radio და სხვა)

ვიდეოგადაღებები 9 დღის განმავლობაში ძველ თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, თელავში, სიღნაღსა და  სამცხე-ჯავახეთში ტარდებოდა.

ტურის მონაწილეებმა დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუები მეღვინეებთან ჩაწერეს. პრეს-ტურის შემდეგ მომზადებული ვიდეორგოლები და დოკუმენტური ფილმის ეპიზოდები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა მედიასაშუალებებით გადაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები