ფინეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ბიჭი შეეძინათ. ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვრცელებს.
69 წლის საულ ნიისტოსა და 40 წლის იენი ჰაუკიოსთვის ეს პირველი ბავშვია, თუმცა ფინეთის პრეზიდენტს პირველი ქორწინებიდან 2 შვილი უკვე ჰყავს.
ნიისტოს პირველი ცოლი 1995 წელს ავტოავარიაში დაიღუპა. მეორედ ის 2009 წელს დაქორწინდა.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც საულ ნიისტომ 62.7%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა და ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.