LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „შავნაბადა“ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

252
shavnabada555

20 ივნისს, 19.00 სთ-ზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში,  აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ სოლო კონცერტს გამართავს.

ქართული სიმღერის პატრიარქად აღიარებული, ცნობილი ლოტბარი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ კოვიდ-19 ის დიაგნოზით გარდაიცვალა, ანსამბლის წევრების პედაგოგი და  დიდი გულშემატკივარი იყო.  მისი სახელობის პირველ ფესტივალში მონაწილეობა ანსამბლი ,,შავნაბადასთვის“ უმნიშვნელოვანესია. 20 ივნისის საღამო ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლის შესახებ ისტორიების  გახსენებას მიეძღვნება. ამასთანავე, ,,შავნაბადა“ სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეულ რეპერტუარს შეასრულებს.

„შავნაბადა“ 2005 წელს დაარსდა, ანსამბლის ხელმძღვანელი დათო ცინცაძე გახლავთ. ამ დროისთვის, ანსამბლი არის აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო სტატუსით და საქმიანობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე. გამოცემული აქვს 11 აუდიოალბომი და ჩატარებული აქვს მრავალი კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ფესტივალის პირველი მხარდამჭერია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g