ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 797-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 337 820-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა.
კოვიდინფექციამ კიდევ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 5 012 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 38 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 175 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 595-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 37 842 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 931, PCR ტესტით – 13 911.
დადებითობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: დღიური – 1,84%, ბოლო 14 დღის – 2,67%, ბოლო 7 დღის – 2,44%.
საქართველოში კოვიდვაქცინით სულ აცრილია – 197 114 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი 6 083-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.