13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს ყვავილებით შეამკობს.
სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.
სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.
სტიქიამ ათასობით ადამიანი დააზარალა.
დაიღუპა 21 ადამიანი, სერგო კაპანაძე და ბექა ბუთურიშვილი დღემდე დაკარგულად ითვლებიან.