აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის: ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.
სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა დღეს უფასოა.