„ჩემი ცოლის დაქალებში“ ლევანიკოს როლის შემსრულებელი პოპულარულ სერიალში ნანუკა ხუსკივაძემ მიიყვანა. სწორედ მისი გმირის შვილის როლი შეხვდა ბუბას „ჩცდ“-ში და ახლა მისი ხაზი ძალიან აქტუალურია.
ჟურნალ „სარკესთან“ ის თავისი გმირის საქციელზე საუბრობს, რომელმაც მდიდარი ბიზნესმენის ცოლი მოხიბლა და მას მოტყუებით დიდ ფულს სძალავს.
ბუბა ჭოღოშვილი:
„ლევანიკო რასაც კადრულობს, იმას არ ვიკადრებ… მყვარებია, მაგრამ ახლა… სიყვარული ხომ ისეთია, არსაიდან გამოჩნდება და არსაიდან მთავრდება.
დამთავრებაც არსაიდან არის?
ალბათ. ისიც ერთ დღეს ქრება. ერთ დღეს ამჩნევ, რომ ეს ის აღარ არის, რაც გუშინ იყო. ზოგი გაიცნობს და მეორე დღეს იტყვის ხოლმე, მიყვარსო. შეიძლება, არსებობს ერთი ნახვით შეყვარება, მაგრამ მე არ გამომიცდია. დავინახე და მიყვარს – ეს ცოტა უცნაურია. გაიცანი ადამიანი და მხოლოდ მისი ვიზუალი შეგიყვარდა?
როგორი უნდა იყოს გოგო, მისი სიყვარული რომ უცებ არ გაქრეს?
არ მაქვს კრიტერიუმები, რომ მაინცდამაინც მაღალი ცისფერთვალა უნდა იყოს. შეიძლება, ამ დროს დაბალი და შავგვრემანი შეგიყვარდეს. კი, მომწონს ლამაზები, მაგრამ თმის ფერს რა მნიშვნელობა აქვს, ან მწვანე თვალებს?!..“