მსახიობი ნათია წიწილაშვილი, რომელიც მაყურებელს სერიალ „ჩიფსების თაობიდან“ ახსოვს, ახლახან ქართულ-ყაზახურ ფილმში გადაიღეს, სადაც ბუბა კიკაბიძესა და ზურა ყიფშიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. გადაღებები რეგულაციების დაცვით ყაზახეთსა და თბილისში მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ფილმის გადაღებებზე ტრაგედია მოხდა და ყაზახი მსახიობი, რომელიც თბილისში გადაღებებზე იყო ჩამოსული, მოულოდნელად გარდაიცვალა.
ნათია წიწილაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს:
„ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. გადაღებები უკვე დამთავრებული იყო, როცა ყაზახი მსახიობი სასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა. ცნობილი მსახიობი იყო ყაზახეთში, ყველგან მისი პლაკატი და ბანერი იყო გაკრული. იქაურ მაყურებელს ძალიან უყვარდა…“
როგორც ნათია აღნიშნავს, ახალი ფილმი ეკრანებზე სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოვა.