LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავები დოდო გუგეშაშვილს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ

59

სამართალდამცავები თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ.

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია. 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი საკუთარი ბიძის სახლში გადაასვენეს.

გუგეშაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსულმა კი შური იძია.

სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს გარდაცვლილის ბიძა, მეგობარი გოგო და მეზობლები, რომელთა ერთი ნაწილის განცხადებით, მათ დაინახეს მკვლელი ლურჯი ფერის ქურთუკში.

არსებობს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი დაჭრილია და მან დანაშაულის ადგილი დიღმის ტყე-პარკის გავლით დატოვა.

დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში გუშინ დილით თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები