LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის მოზარდმა Lamborghini Urus მოიპარა. ავტომობილის მფლობელი მას დაეწია და პოლიციას გადასცა

97
lamborghinurusstolen

ამერიკელი კრის სენდლერი მაიამის შტატში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც თავისი 200 000 დოლარიანი სპორტქარის ადგილიდან დაძვრის ხმა გაიგო. ავტომობილის მფლობელი პოლიციის მოსვლას ვერ დაელოდა და გამტაცებელს მოპედით გაეკიდა. ქურდის დაჭერა მან საკმაოდ მალე შეძლო.

კრისის განცხადებით ის სახლის საქმეებით იყო დაკავებული, როდესაც თავისი „ლამბოს“ ძრავის ხმა შემოესმა. მამაკაცი მიხვდა, რომ ყველგანმავალს მის გარდა სხვა ვერავინ დაქოქავდა, ამიტომ სასწრაფოდ გარეთ გავიდა. ამ დროს ავტომობილი, საჭესთან უცნობი პირით ეზოს ტერიტორიას ტოვებდა.

მამაკაცმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. თუმცა, პატრულის მოსვლას ვერ დაელოდა და გამტაცებელს მოპედით დაედევნა. რამდენიმე უბნის გავლის შემდეგ კრისმა თავისი Lamborghini დაინახა და მაშინვე მასთან მივიდა. სპორტქარის საჭესთან 14 წლის მოზარდი იჯდა, რომელმაც მანქანა მოიპარა და ახლა არ იცოდა თუ რა უნდა ექნა.

ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა პოლიციაც და მოზარდი დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g