გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სოფელის ურბანული განახლების შესახებ ტენდერი უკვე გამოცხადდა.
პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბებას, ველისციხის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკური შესაძლებლობებს გააჩენს.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს, პროექტის ღირებულება 30 მილიონი ლარია.