LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ჩანაწერებს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის იყენებდა, დღეს ცდილობენ, გამოიყენონ „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის: მდინარაძე

96
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ჩანაწერებს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის იყენებდა, დღეს კი „ქართული ოცნების“ დაშანტაჟების მცდელობისთვის იყენებენ.

მდინარაძის განმარტებით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერი ფაბრიკაციაა.

„ძალიან ცუდია, რომ 2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ამ ჩანაწერებს ჯერ აკეთებდა, შემდეგ ამ მონტაჟს და სიყალბეს იყენებდა ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის. დღეს მიზნის ობიექტი შეიცვალა და ცდილობენ, გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის. საბოლოო ჯამში, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არის მონტაჟი და სიყალბე. საუბრები, საიდანაც ეს სხვადასხვა ფრაზაა ამოღებული, რა თქმა უნდა იქნებოდა, ამის გარეშე მონტაჟს ვერ გააკეთებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

magti 5g