საკულტო ფილმის, „ტელმა და ლუიზას“ გამოსვლიდან 30 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ფილმის მთავარი გმირები, 74 წლის სიუზან სარანდონი და 65 წლის ჯინა დევისი ლოს-ანჯელესში შეიკრიბნენ და ფოტოსესიაშიც მიიღეს მონაწილეობა.
ისინი 1966 წლის ფორდში ისხდნენ და ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ. ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
შეგახსენებთ, ფილმში როლების შესრულებისთვის ორივე მსახიობი „ქალის საუკეთესო როლისთვის“ „ოსკარზე“ იყვნენ წარდგენილნი.