აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების გიდების მომზადება იწყება. ტრენინგი მოიცავს 10 სასწავლო დღეს და იყოფა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილად. თეორიული ნაწილი ჩატარდება აგვისტოს ბოლოს ონლაინ ფორმატში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი – სექტემბრის დასაწყისში ფიზიკური დასწრებით.
გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
✅ აჭარის ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლის ან პროფესიული კოლეჯის, ტურიზმის, ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სასწავლო პროგრამების სტუდენტებს;
✅ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს (გიდი ან ტუროპერატორი);
✅ დაცული ტერიტორიის მიმდებარე თემებში მცხოვრებლებს, თუკი შესაძლებელია ტრენინგში მონაწილეობის მოტივაციის დასაბუთება;
✅ ინგლისური ენის მინიმალურ სალაპარკო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესების შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ განაცხადი: https://docs.google.com/…/1FAIpQLSeEOuc0jZt…/viewform…
პროექტს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელშეწყობით ანხორციელებს.