LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ვითარება ფეთქებადია: რუსეთის თავდაცვის მინისტრი

79
sergey-shoigu-201018

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ  განაცხადა, რომ „ევროპაში ვითარება ფეთქებადია და მისი დეესკალაციის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“.

”ზოგადად, ევროპაში ვითარება ფეთქებადია და მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დეესკალაციისთვის. რუსული მხარის მიერ შეთავაზებულ იქნა მთელი რიგი ღონისძიებები. მაგალითად, საუბარი იყო საწვრთნელი ტერიტორიების „შეხების ხაზიდან“ გამოყოფაზე, ” – აღნიშნა შოიგუმ.

მისი თქმით, კიდევ ერთი წინადადება ევროპაში საშუალო და მოკლე დიაპაზონის რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმის გამოცხადებაა.

“ეს რაკეტები განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ევროპის ქვეყნების მოსახლეობისთვის. მათი ევროპაში განთავსება დააბრუნებს სიტუაციას, როდესაც ევროპელები სსრკ-სა და აშშ-ს შორის დაპირისპირების მძევლები იყვნენ”, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მოსკოვში გამართულ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g