დღეს რაჭაში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ შქმერში მიწა ჩავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა – ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურა ბაკურაძე…
ეს ამბავი უკვე მთელმა საქართველომ იცის. ცნობილი მომღერლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და კოლეგები ეხმაურებიან.
დავით არჩვაძე:
„გული გამიჩერდა და მეც მოვკვდი… მეც გადავიჩეხე. წაიღო მთელი ჩვენი ბავშვობა და სიცოცხლე. არ მჯერა და ვერც დავიჯერებ…“
ანდრია გველესიანი:
„ვააახ ბიჭო…
არ მჯერა…
სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარს და გვეყვარება“.
გიორგი სუხიტაშვილი:
„თუ გული არ გამისკდება, არ ვიცი!!! თუ გეშველება, არ დავფიქრდები, გამისკდეს!!! ეს ადამიანი როგორ უნდა დავივიწყო, როგორ უნდა ვისაუბრო წარსულ დროში. ჩემო ზურა, ჩემო გულის კაცო, მაგარო ქართველო, მაგარო რაჭველო, მაგარო ძმაკაცო! არ ვიცი, ძალიან დაბნეული და განადგურებული ვარ! მინდა, მეძინოს და არ იყოს მართალი! არ მსურს ვთქვა, რომ აღარ ხარ! არ მსურს !!! ჩემო გულო, ზურა!!!“
ნიკოლოზ კირვალიძე:
„განსაკუთრებით ეს სიმღერა მომწონდა ზურას შესრულებით ძალიან მეტკინა გული! ვუსამძიმრებ ოჯახს და „ქართულ ხმებს“.
გელა გნოლიძე:
„რა საზარელი ტრაგედიაა, ზურა…“
ნოდიკო ტატიშვილი:
„ზურა, არ მჯერა ეს ამბავი, შე ჯიგარო და გულიანო…“
ოთო ნემსაძე:
„ჩვენო ყველას მაგარო ძმაკაცო ❤
არც კი ვიცი, საერთოდ რა ვთქვა…
გასკდა გული !!!!!!!
გვიყვარხარ და სულ ეგრე იქნება“.
გელა დონაძე:
„ღმერთო, ეს რა დღე გათენდა!!!!
ჩემი ზურა ბაკურაძე, ღმერთო!!!!
დრო გაჩერდა, ჩემო ძმაო, ჩემო ძმაკაცო!!!“