LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს 32% “ოცნებას”, 23% ენმ-ს, 8% კი გახარიას პარტიას მისცემდა ხმას: IPSOS

76
Colourful overlapping silhouettes of hands voting in fabric texture

ტელეკომპანია „მთავარი“ IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

მთავარი არხის მიერ დაკვეთილი IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 23% ნაციონალურ მოძრაობას, 8% კი გიორგი გახარიას პარტიას — საქართველოსთვის.

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

  • “გირჩი – მეტი თავისუფლება” – 5%
  • “ევროპული საქართველო” – 3%
  • “ლეიბორისტული პარტია” – 3%
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3%
  • “ლელო საქართველოსთვის” – 2%
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 2%
  • “მოქალაქეები” – 2%
  • “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 1%
  • “დროა” – 1%
  • “გირჩი” – 1%
  • “ერთობა, რაობა, იმედი – ერი” – 1%
  • სხვა – 2%
  • უარი პასუხზე – 11%

“მთავარი არხის” ინფორმაციით, კვლევა ჩატარებულია “მთავარი არხის” დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ.

გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g