LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეტალები არ მახსოვს, უმჯობესია გამწვანების სამსახურს ჰკითხოთ – დავით ნარმანია აუდიტის სამსახურს პასუხობს

99

თბილისის მერობის ჩემს პერიოდთან დაკავშირებით თუ ვინმეს რაიმე კითხვები ექნება, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ამ კითხვებზე ვუპასუხო, – ასე გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია თბილისის მერიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნას.კითხვაზე, გრძნობს თუ არა მის წილ პასუხისგებლობას დარღვევებზე, დავით ნარმანიას განცხადებით, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხეზე საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იმსჯელონ.
რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას, დავით ნარმანიას განმარტებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე მან საკმარისი და საკმარისზე მეტი კომენტარი გააკეთა წარსულში.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, რომელიც გამწვანებას ეხებოდა, დავით ნარანიას მტკიცებით, ორმოები მას ნამდვილად არ დაუთვლია, თუმცა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა ნამდვილად იყო, რომ ეს ყველაფერი შეეფასებინა და დაედო დასკვნა.

კარგად მახსოვს, რომ ჩვენ იმ წელს დაგვეხმარა სახელმწიფო შპს, რათა უფრო იაფად და მარტივად გაგვეკეთებინა ეს საკითხები, ასე რომ ეს 3, თუ 4 წლის წინანდელი საკითხია და დეტალები ნამდვილად არ მახსოვს, ამაზე უმჯობესია, რომ გამწვანების სამსახურს ჰკითხოთ”, – განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ გაათავისუფლა თუ არა კონკრეტული პირები სამსახურდან, დავით ნარმანიას თქმით, ნაწილი თანამშრომლებისა მერიაში ამჟამად აღარ მუშაობს, ზოგიც რეორგანიზაციის პროცესში წავიდა, ზოგი – გათავისუფლდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015-16 წლებში დარგული ხე-მცენარეების მესამედი გამხმარია, რითაც თბილისის მერიამ გამწვანების მიმართულებით გამოყოფილი თანხები არაეფექტურად დახარჯა. აუდიტმა მოცემულ პერიოდში მერიის მუშაობაში სხვა დარღვევებიც აღმოაჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g