LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელების შრომითი ანაზღაურება გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება: პრემიერი

205
1

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიციელების შრომითი ანაზღაურება გაიზარდა და კვლავ გაიზრდება.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი თავდადებული შრომა კიდევ უფრო დაფასდეს:

“მიმდინარეობს რეფორმები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კრიმინალური, სასაზღვრო, საპატრულო პოლიციის გასაძლიერებლად, პენიტენციური სისტემის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას. გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება. ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი თავდადებული შრომა კიდევ უფრო დაფასდეს.

ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ, უმაღლესი სტანდარტების ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შემცირება, ბავშვთა უფლებების დაცვა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტია.” – თქვა პრემიერმა.

მან ასევე ისაუბრა შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზეც და აღნიშნა, რომ ის დასაქმებულთა შრომით უფლებებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს:

“შრომის კოდექსში შევიტანეთ ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულთა შრომით უფლებებს. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია თითოეული მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული მონაწილეობის უზრუნველყოფა, მრავალკულტურული საზოგადოების განმტკიცება. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ეთნიკურ უმცირესობათა შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე.” – თქვა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერი: პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

magti 5g