“ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ ძალიან მოინდომეთ? გისმენთ და მგონია, რომ საბჭოთა დროის პარტიულ ყრილობას ვესწრები. რა გვაზეიმებს, რა გვიხარია, სად ვართ ბოლოს და ბოლოს?” – ასეთი კითხვით მიმართა “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პრემიერ-მინისტრს, რომელიც პარლამენტში ანგარიშს და ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას წარადგენს.
ახვლედიანმა ასევე იკითხა, აცნობიერებს თუ არა ხელისუფლება რომ საქართველოს მთა და ბარი გაპარტახდა და ვინ აგებს ამაზე პასუხს:
“მხარეს არ აქვს მნიშვნელობა, პატივისცემას ყველა ერთნაირად იმსახურებს, მე ეს კარგად მესმის, მაგრამ ჩემს თავს ვუსვამ კითხვას: პატივისცემას იმსახურებს ის ხელისუფლება, რომელმაც წყლულები გაამრავლა, რომელმაც საზოგადოების შეკავშირების ნაცვლად გახლიჩა საზოგადოება, დააპირისპირა უკიდურესად და ვკითხულობ რატომ, რატომ გააკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ასე სჭირდება თქვენს პოლიტიკურ ინტერესს. რატომ არის საქართველოში კვლავაც შავი და თეთრი?
ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ ძალიან მოინდომეთ? გისმენთ და მგონია, რომ საბჭოთა დროის პარტიულ ყრილობას ვესწრები. რა გვაზეიმებს, რა გვიხარია, სად ვართ ბოლოს და ბოლოს ? თქვენ აცნობიერებთ, რომ საქართველოს მთა და ბარი გავაპარტახეთ? ვინ აგებს ამაზე პასუხს? ვინ აგებს პასუხს გაშვებულ შესაძლებლობებზე? მე ხომ კარგად მახსოვს, რა შანსი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 2012-2013 წლებში.” – აღნიშნა ახვედიანმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წევრებს ანგარიშს და ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას წარუდგენს.