კომპანია Lamborghini–მ და გულიელმო მარკონის სახელობის ბოლონიის აეროპორტმა თანამშრომლობა განაახლეს. მათი პარტნიორობა 2013 წელს დაიწყო და 8 წლის განმავლობაში ავტომწარმოებელმა ავიაბაზას 6 ძალიან ძვირადღირებული ავტომობილი გადასცა, რათა მათ თვითმფრინავები გეითებამდე მიეცილებინათ. დღეს კი მეშვიდე მოდელის დრო მოვიდა. რჩეული გახდა Lamborghini Huracan Evo, V10 5.2 ძრავის მოდელი, რომელიც 7–საფეხურიან ავტომატიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
უნიკალური ავტომობილის აეროპორტში ნახვა მომავალი წლის 7 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. ორკარიანი მოდელი ჩვეულებრივი „ჰურაკანისგან“ მხოლოდ მცირე დეტალებით განსხვავდება. ის ორ ფერშია შესრულებული, კაპოტზე აეროპორტის ლოგო აქვს და თან წარწერაც ამშვენებს – Follow Me in Our Beautiful Country (გამომყევი ჩემს ლამაზ ქვეყანაში).
კუპე მოძრაობაში ისევ ატმოსფერულ V10 5.2 ძრავს მოყავს და 640 ცხენის ძალის განვითარება შუძლია. აგრეგატი 7–საფეხურიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. 0–დან პირველ „ასეულს“ Huracan Evo 2,9 წამში ავითარებს, 200–კმ/სთ–მდე კი 9 წამში ხურდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ–ია.