„მის საქართველო“, ცნობილი მოდელი, თამთა შედანია, მეორე შვილს ელოდება. ორსულობის ამსახველ ფოტოებს ის სოციალურ ქსელში ანთავსებს. თამთა მშვენიერ ფორმაშია და ფეხმძიმობისას დასვენება გადაწყვიტა. ერთ-ერთ სასტუმროში ის მეორე ნახევართან, ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანთან და უფროს ქალიშვილთან, 7 წლის მიასთან ერთად იმყოფება, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ფეხმძიმე თამთა ირუჯება და აუზში ცურავს.