26 ივნისს „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე, PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს.
Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი „შატო მუხრანში“ გაიმართა. „ოქროს ბრენდს“ ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები საქართველოში განხორცილებული წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის. დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება, PSP მეთექვსმეტედ დასახელდა N1 კომპანიად ფარმაცეტულ სფეროში.
„თითოეული ჯილდო, ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება ჩვენთვის უდიდესი პატივი და ამასთან ერთად, პასუხისმგებლობაა, ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. ნდობას, რომელიც საზოგადოებამ გამოგვიცხადა, ვაფასებთ და მის გასამყარებლად მუდმივად საინტერესო, მათ ინტერესზე ორიენტირებულ პროექტებს შევთავაზებთ“ -აცხადებენ PSP-ში.
ამასთან, 29 ივნისს „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის დაჯილდოებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი ქსელი საქართველოში, საზოგადოებრივი იმიჯი, მაღალი კორპორატიული სტანდარტი“ PSP წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის მიხედვით, საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოვების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, უკვე 21-ედ ჩატარდა და 2020-2021 წლების საუკეთესო კომპანიები გამოავლინა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღით პანდემიასთან წარმატებით ბრძოლაში.