LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო ფონდში მონაწილეების დანაზოგების ღირებულება გაიზარდა

92
shutterstock-1180786510

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო ფონდი მაღალ მომგებიანობას აჩვენებს. საპენსიო ფონდში დაგროვების დაწყების დღიდან (2019 წლის 1 იანვრიდან) დღემდე, მონაწილეების დანაზოგების ღირებულება (საპენსიო შენატანების გამორიცხვით) 24.3%-ით გაიზარდა. იმ დროს, როდესაც აღნიშნულ პერიოდზე ინფლაცია იყო 18.5%, ხოლო ლარის გაუფასურება 17.8%.

„შესაბამისად, მონაწილეების დანაზოგების ღირებულების წლიური საშუალო ზრდა (საპენსიო შენატანების გამორიცხვით) იყო 9.1%, იმ დროს, როდესაც ლარის საშუალო წლიური გაუფასურება იყო 6.8%, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 7.2%. საპენსიო ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტური შემოსავლიანობა არის 11.1%, იმ დროს, როდესაც მიმდინარე წლიური ინფლაცია არის 7.7%”, – ნათქვამია საპენსიო სააგეტნოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g