“TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.
სამართალდამცველებმა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე აიყვანეს.
მის წინააღმდეგ საქმე ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით არის აღძრული.
ინციდენტი სოფელ წინწყაროში გუშინ მოხდა.