LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, პირველად, ერეკლე მეორის შვილი აიცრა – როგორ გაგრძელდა ვაქცინირებული ბატონიშვილის ცხოვრება

1434
7778

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას უკვე მეორე წელია ებრძვის. ამბობენ, რომ ვაქცინაცია ჯერჯერობით ერთადერთი საშუალებაა, რომლის წყალობითაც შეიძლება გავუმკლავდეთ დაავადებას.

არიან ანტივაქსერები, რომლებიც ვაქცინაციის პროცესს ეწინააღმდეგებიან.

ვაქცინაციის პროცესს მოწინააღმდეგეები ყავს საქართველოშიც.

ალბათ, ბევრისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ საქართველოში პირველი ვაქცინის გაკეთება მეფე ერეკლეს უკავშირდება.

სწორედ მისი მეფობის დროს იყო გავრცელებული შავი ჭირი და ყვავილი.

ერეკლე მეორეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა. „პატარა კახი“ სამჯერ იყო დაქორწინებული.

ჰყავდა 13 ვაჟი და 11 ქალიშვილი. ზოგიერთი მათგანი დაბადებისთანავე გარდაიცვალა.

1772 წელს საქართველოში და მათ შორის თბილისში, შავი ჭირისა და ყვავილის ეპიდემია გავრცელებულა, რომელსაც ძალიან მასობრივი ხასიათი მიუღია.

ერეკლე მეორეს თვალწინ, თურმე, ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი იღუპებოდა.

ერეკლე მეფის 8 წლის უფლისწული გიორგი, ჩერქეზ გოგონაზე იყო დანიშნული. რომელიც ცნობილი გირეების შთამომავალი იყო.

ჩერქეზებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ერეკლე მეფეს. მათ დაქირავებულ ჯარს ლეკების წინააღმდეგ იყენებდა ხოლმე. გირეებთან დანათესავება მისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ქორწინება 4 წლის შემდეგ უნდა შემდგარიყო. მაგრამ ჩერქეზ პატარძალს ყვავილი დაემართა. გოგონა ჩერქეზეთში წაუყვანიათ. იმდროინდელ ჩერქეზეთში აცრები დაწყებული ყოფილა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

სავარაუდოდ ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გადაუწყვიტა მეფე ერეკლემ მისი მესამე ვაჟის, იულონის აცრა.

ერეკლე მეორეს საკმაოდ დიდი რისკიც კი გაუწევია და ნება დაურთავს კათოლიკე პადრეებისთვის, პირველად მისი ძე აეცრათ ყვავილის წინააღმდეგ, იმისთვის სხვებს ერწმუნათ, რომ ყოველივე ეს საშიში კი არ იყო, არამედ, პირიქით – სასარგებლო.

შემორჩენილია მეფის წერილი, რომელიც თავის მოხელე რევაზ ამილახორს გაუგზავნა, სადაც ვკითხულობთ:

„ჩვენს შვილს, – იულონს ყვავილი აუჭერით“.

მაშინ, არ არსებობდა ტერმინი „აცრა”, ერეკლე მეორემ შემოიღო ამის აღსანიშნავად ტერმინი „აჭრა”.

პირველი სამედიციო ტერმინი, რომელიც ერეკლე მეფემ გამოიყენა აცრასთან დაკავშირებით, არის: „ყვავილი აუჭერით” და „დიახ, გაცხელებული არის”, ანუ სიცხე აქვსო.

შემდეგ ამბობს იმასაც, რომ ქალაქში მრავალი ყვავილი გაჩნდა და  დახიზვნასაც ვაპირებთო.

საინტერესოა, რომ ამ წერილის გარდა, რომელიც არქივშია დაცული, არსებობს გერმანელი მოგზაურის, იოჰანეს გიულდენშტადტის ჩანაწერებიც.

პიროვნება, რომელიც ცნობილი მოგზაური იყო, რუსეთის  სამეფო აკადემიამ დაიქირავა კავკასიის შესასწავლად.

გულდენშტადტმა საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის დაწვრილებითი აღწერილობა დაგვიტოვა. ძალიან საინტერესოა, რომ მათგან ერთი პატარა საკითხი ყვავილის ეპიდემიასაც ეხება, სადაც იოჰან გიულდენშტადტი აღნიშნავს, რომ  ერეკლემ გარისკა და ნება დართო კათოლიკე პატრებს, ყვავილის აცრები ჩაეტარებინათ მისი შვილისთვის.

ასე რომ, ერეკლე მეორე ერთ-ერთი პირველი ნოვატორია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და დასაბამი დაუდო აცრებს საქართველოში.

საინტერესოა, რომ აცრის შემდეგ იულონ ბატონიშვილი ეპიდემიას გადაურჩა.

 

 

ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტი იყო.

რუსეთისგან მოითხოვდა გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენას.

მალე სოლომონ II-თან გაიქცა იმერეთში და ახალციხის ფაშის მეოხებით მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან ცარიზმის წინააღმდეგ დახმარების თაობაზე.

1805 რუსეთში გადაასახლეს.

ცხოვრობდა პეტერბურგში. გარდაიცვალა 1827 წელს. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში სხვა ქართველ ბატონიშვილთა გვერდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g