LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 000-მა მოსწავლემ განათლების მიღება მხოლოდ იმის გამო ვერ მოახერხა, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი არ ჰქონდა: გიორგი ხვედელიანი

108
გიორგი ხვედელიანი

„ობიექტურად მძიმე ვითარებაში 80 000-მა ჩვენმა მოსწავლემ განათლების მიღება მხოლოდ იმის გამო ვერ მოახერხა, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი არ ჰქონდა,“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ სესხისა და გრანტის სახით რამდენიმე მილიარდი დოლარი მიიღო, მთავრობამ ამ საკითხის მოსაგვარებლად თანხა ვერ გამოყო.

ხვედელიანის განცხადებით, ზაფხულის განმავლობაში ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც აღნიშნული მიზეზით განათლების მიღება არ შეუძლია, სპეციალური პროგრამის ფარგლებში კომპიუტერები უნდა დაურიგდეთ.

„დასრულდა ურთულესი სასწავლო წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წელიწადნახევრის განმავლობაში მოსწავლეები განათლებას ონლაინ იღებდნენ, რამაც ცოდნის გადაცემის სერიოზული სირთულეები  შექმნა, ვინაიდან სწავლა, თავისთავად, ვერ იქნებოდა ისეთი ხარისხის, როგორც ფიზიკური დასწრების პირობებში.

6 000-ზე მეტი მოზარდი სკოლის მიღმა - რა გეგმა აქვს განათლების სამინისტროს პრობლემის გადასაჭრელად

„უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლა ისე უნდა ხდებოდეს, რომ როგორც კი 6 წლის ბავშვი განათლების სისტემაში არ გამოჩნდება, ამ ფაქტს სწრაფი რეაგირება მოჰყვეს.“

ამ ობიექტურად მძიმე ვითარებაში 80 000-მა ჩვენმა მოსწავლემ ვერ მოახერხა განათლების მიღება მხოლოდ იმის გამო, რომ არ ჰქონდათ კომპიუტერი და ინტერნეტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც სჭირდება დაახლოებით 10-12 მილიონი დოლარი. საქართველოს მთავრობამ ამ საკითხის მოსაგვარებლად  თანხა ვერ გამოყო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ სესხისა და გრანტის სახით რამდენიმე მილიარდი დოლარი მიიღო,“ – აღნიშნა ხვედელიანმა.

მისი თქმით, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორი ეპიდსიტუაცია იქნება შემოდგომაზე, ამიტომ როგორც ეს ენმ-ს წევრმა თქვა, აუცილებელია წინასწარვე დავიზღვიოთ თავი და ამ ზაფხულის განმავლობაში ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც ამ მიზეზით განათლების მიღება არ შეუძლია, სპეციალური პროგრამის საშუალებით   კომპიუტერები დაურიგდეთ და ეს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს.

„ზოგადად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახალი ინდუსტრიული რევოლუცია დაეფუძნება ტექნოლოგიებს. ჩვენი განათლებს სისტემა ამ რეალობას უნდა მოერგოს და დღეს იმაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, რომ 80 000 მოსწავლეს საერთოდ არ შეუძლია განათლების მიღება კომპიუტერის უქონლობის გამო, არამედ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მეტი ინტერნეტიზაცია და განათლების პროცესში მაღალი ტექნოლოგიების ჩართვა, რომელიც ამ ქვეყნის ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g