LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურელი ბიჭი ზოოპარკში – ფოტოები

113

20 თებერვალს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა პატრულირების დროს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, დაახლოებით, 9-10 წლის ბიჭი შეამჩნია, რომელსაც თან არავინ ახლდა.

პოლიციელები მოზარდს გაესაუბრნენ. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ იგი 10 წლის დავით ნოზაძეა, ქალაქ ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სახლიდან დაუკითხავად გამოიპარა, მატარებელს გამოჰყვა, თბილისში ზოოპარკის სანახავად და დედაქალაქის დასათვალიერებლად ჩამოვიდა, დააღამდა და უცხო ქალაქში სრულიად მარტო აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ბავშვის ვინაობა დაადგინეს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ მამამისს – ლევან ნოზაძეს, რომელიც ჩამოვიდა თბილისში და ბავშვი სახლში დააბრუნა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორმა ანა ურთქმელიძემ, რომელმაც დაკარგული ბავშვი მშობელს დაუბრუნა და მისმა მეწყვილემ დავით ნოზაძეს ოცნება აუხდინეს და ზოოპარკში წაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g