LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სწორად ვუტეხავთ ერთმანეთს თავებს, სწორად ვუტეხავთ ერთმანეთს სახელს, ძალიან სწორად ვანგრევთ ქვეყანას…” – თორნიკე კვერენჩხილაძის მონოლოგი

229
BeFunky-collage (1)

როგორი ქვეყანა ვართ? ერთი წუთით დავფიქრდეთ, მე გჩუქნით ერთ სატელევიზიო წუთს, რომელიც არც ისე იაფია სხვათაშორის. ერთი წუთით ვიფიქროთ…, – ამ სიტყვებით დაიწყო “ტვ პირველის” წამყვანმა გადაცემის მონოლოგი.

“კარგით, მთლად ერთი წუთიც არ არის საჭირო, ამაზე სხვა დროსაც უნდა გეფიქრათ,მაგრამ რა მოიფიქრეთ? როგორი ქვეყანა ვართ? მდიდარი? – არა.

სამართლიანი?- არა.

ბედნიერი? – არა.

განათლებული? – არა.

იქნებ თავისუფალი? ნუ გეღიმებათ… და რატომ არ ვართ არც ბედნიერი, არც მდიდარი და არც სამართლიანი, არც განათლებული და არც თავისუფალი. იქნებ იმიტომ, რომ რაღაც არასწორად ვაკეთებთ. რაღაცას კი არა ბევრ რამეს…იმის ჩამოთვლა უფრო მარტივია, რას ვაკეთებთ სწორად.

სწორად ვუტეხავთ ერთმანეთს თავებს, მაგრამ ეს არასწორია. სწორად ვუტეხავთ ერთმანეთს სახელს, მაგრამ ესეც არასწორია. ძალიან სწორად ვანგრევთ ქვეყანას”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g