LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა… დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე: ლაშა მესხი მტკვარში დამხრჩვალ ახალგაზრდაზე

572
შოთა ქარსელაძე

დღეს, თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომლის დროსაც კაცმა 14 წლის გოგო მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა, თავად კი დაიხრჩო, რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

უბედური შემთხვევა თბილისში: მამაკაცმა, რომელმაც ცურვა არ იცოდა, უცნობი გოგო გადაარჩინა, თავად კი დაიხრჩო

როგორც მესხი წერს, შოთა ქარსელაძე მათი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში. მისივე თქმით, რამდენიმე კვირის წინ შოთა ქარსელაძემ „ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი გადაარჩინა, რომელიც რიონში გადავარდა… დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე….“.

„შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში 14 წლის მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში…

ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა… დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე….

მშვიდად განისვენე ძმაო გოშე… გმირები არ კვდებიან

იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს).

magti 5g