LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბსოლუტურად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ – მინდა, ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო: ღარიბაშვილი

61
premier

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთაველის გამზირზე მომხდარი ძალადობა დაგმო.

პრემიერის თქმით, პოლიცია აქტიურად მუშაობს და ყველა პირი, რომელმაც ჟურნალისტებზე იძალადა, დაისჯება.

„მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა, ეს ფაქტი საჯაროდ  დავგმო.

კატეგორიულად მიუღებელია, რაც გუშინ მოხდა. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე სამი პირი დააკავეს. გუშინაც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა ტიპის იდენტიფიცირება მოხდება. შესაბამისად ყველა პირი დასჯილი იქნება, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა,“ – განაცხადა პრემიერმა, თუმცა უპასუხოდ დატოვა, გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის პასუხისგმებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმული შეკითხვა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

mazda magti 5g