დღეს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” აქციას გამართავს.
ისინი 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს გააპროტესტებენ.
მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება, რაც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
? ქარტიის მოთხოვნებია:
➖ შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე;
➖ დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.
? მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე.