LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში დღეს უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 2 კანდიდატს მოუსმენენ

51
ფრჯე

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. დეპუტატები დღეს კიდევ 2 კანდიდატს მოუსმენენ.

კომიტეტის სხდომაზე ეკა ზარნაძისა და ლევან თევზაძის მოსმენა გაიმართება.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტების დამოკიდებულება მოსამართლეთა დანიშვნის მიმართ გაუგებარია და ის რეალურად დამაზიანებელია.

როგორც უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საინტერესოა და ოპოზიციური პარტიების ძალისხმევა, რომ ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ პროცესს, ფუჭი იქნება.

„პროცესი არის უაღრესად გამჭვირვალე, საჯარო და ძალიან საინტერესო, რადგან, მიუხედავად როგორც ოპოზიციური პარტიების ბოიკოტისა, პროცესი არის ძალიან საინტერესო, კითხვები არის საფუძვლიანი.

შესაბამისად, პროცესის გამძლეობა მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ მარტივი გასაუბრების პროცესი ეს ნამდვილად არ არის. მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორი საბოტაჟის რეჟიმშია რიგი ოპოზიციური პარტიები, მათი ეს ძალისხმევა, რომ ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ პროცესს, ფუჭი აღმოჩნდება”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

magti 5g