მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცზე არჩილ ტატუნაშვილზე პოსტს აქვეყნებს.
სააკაშვილის თქმით, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებას უნდა ველოდოთ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამ პროგნოზთან ერთად, ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე. ვისაც მის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა (რომა შამათავა და სხვები). თან თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები და მთელი ეს პერიოდი წულუკიანი ლობირებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს ჯარისკაცების გამტყუნებას, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ამ საკითხში.
ესაა უტყუარი ფაქტები და ამიტომ, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ.
ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ერთგული ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.