დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს სოციალურ ქსელში პასუხობს.
კალაძემ ეკა კვესიტაძის პოსტი გააზიარა, სადაც ჟურნალისტი მას სტატუსის დაბლოკვაში „ამხილა“.
„ამას დასცხა“? – კითხულობს კახა კალაძე.
ეკა კვესიძემ თბილისის მერს ურჩია, საყვარელი ფერადი შარვლები აღარ ჩაეცვა:
„შენი საყვარელი ფერადი შარვლები აღარ ჩაიცვა. ლეოპარდის პრინტის ფეხსაცმელებზეც მოგიწევს უარის თქმა, ემანდ პატრიარქის სიყვარულის სახელით მოთამაშე „მართლმადიდებელმა“ ველურებმა შენც არ გცემონ“. – ეკა კვესიტაძე წერდა, რომ თბილისის მერმა ეს სტატუში 17 წუთში დააბლოკინა ფეისბუქზე.