”სტანდარტ დაზღვევა საქართველომ” რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. სადაზღვევო კომპანია ”პრაიმის” ახალი ბრენდი ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე და მომხმარებელს ინოვაციურ, მარტივ და მოსახერხებელ სერვისებს შესთავაზებს.
როგორც ”ფორტუნას” სადაზღვევო კომპანიიდან აცნობეს, ახალმა ბრენდმა თავის თავში გააერთიანა: ინდივიდუალიზმი, არსებული საზღვრების რღვევა, ახალი სივრცეების დაპყრობის ამბიცია, ინოვაციურობა, სიახლე, მოქნილობა, პოზიტიურობა და თანამედროვეობა…
”თუმცა, ამავდროულად, ბრენდის მახასიათებლებია ასევე ნდობისა და დაცულობის, სიძლიერის, ზრდისა და პროგრესის გამოხატულება. ბრენდის პოზიციონირება მის უშიშარ და გაბედულ სტრატეგიაშია, რაც გულისხმობს, რომ კომპანია რისკს არ უშინდება და მაქსიმალურად ცდილობს, მოერგოს ყველა მომხმარებლის ინტერესებს”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, ”პრაიმის” მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეში იქნება. ბაზარზე არსებული თანამედროვე ტენდენციების გაზიარება, ახალი მიდგომა და ანაზღაურების მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურები შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, მიიღოს მომსახურების გარანტირებულად მაღალი ხარისხი.
შეგახსენებთ, ”სტანდარტ დაზღვევა საქართველო” (ახლა უკვე ”პრაიმი”) ბაზარზე სადაზღვევო პროდუქტების სრული პაკეტითა და მაქსიმალურად გამჭვირვალე პირობებით 2007 წლიდან ოპერირებს. გამოირჩევა პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებით და არაპროვაიდერთა არჩევანის შესაძლებლობით.