LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს NGO-ის გეგმა იყო, ცესკო ახალი წევრებით არ დაკომპლექტებულიყო: შალვა პაპუაშვილი

60
1612169821-შალვა-პაპუაშვილი

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი აფასებს და ამბობს, რომ „როგორც ჩანს არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა იყო, ცესკო ახალი წევრებით არ დაკომპლექტებულიყო, რადგან შედეგად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ცესკოს მივიღებდით, რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უხელმძღვანელებდა“.

პაპუაშვილის თქმით, „პირდაპირ ჩანს, რომ ეს მათი მხრიდან კოორდინირებული და შეთანხმებული ქცევა იყო, რაც ძალიან იმედგამაცრუებელია“.

„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარებში პირდაპირ იკვეთება კოორდინირებული ქცევა. როგორც ჩანს, მათ ხმის მიცემის წესი შეათანხმეს. მათ მხოლოდ ორ კანდიდატს დაუჭირეს მხარი, რომლებიც მათივე ორგანიზაციების წარმომადგენელები იყვნენ. ეს არა თუ რაიმე სტანდარტში ეწერება, არამედ არის ინტერესთა კონფლიქტი. ნულოვან სტანდარტს ქვემოთ არსებული სტანდარტია, როცა კონკურსში იმ ორ ადამიანს დაუჭირეს მხარი, რომლებიც მათივე საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. პირდაპირ ჩანს, რომ ეს მათი მხრიდან კოორდინირებული და შეთანხმებული ქცევა იყო, რაც ძალიან იმედგამაცრუებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები თითქოს იმის მოდარაჯეები არიან, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში სტანდარტი იყოს დაცული, მაგრამ თავად ყოველგვარ სტანდარტს მიღმა მოქმედებენ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გვესმოდა, რომ კომისიას შესაძლოა კანდიდატები საერთოდ ვერ შეერჩია, რაც მოქმედი კანონით იმას ნიშნავს, თუკი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები ვერ შეირჩეოდა, აგვისტოში ცესკოს პარტიული ნაწილი დაკომპლექტდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური უმრავლესობის მქონე ცესკო გვეყოლებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

magti 5g