LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო არ უნდა შეეგუოს, რომ საქართველოში ოკუპაცია, ანექსია და ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია მიმდინარეობს: გიგი წერეთელი

54
გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი, ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც ორგანიზაციის ექს-პრეზიდენტი, წერეთელი თავის გამოსვლაში შეეხო პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობასა და აქტივობებს, იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რაც საპარლამენტო ასამბლეას აკისრია, დღეს არსებულ გამოწვევებს და განსახორციელებელ რეფორმებს.

„ჩვენ კვლავ სერიოზული სირთულეებისა და საფრთხეების წინაშე ვდგავართ ეუთოს ყველა განზომილებაში, COVID პანდემიით გამოწვეული და არა მხოლოდ.

ჩვენ ვხედავთ დემოკრატიული უკუსვლის, მანიპულირებული არჩევნების, სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობებს, ავტოკრატიული და კლეპტოკრატიული მთავრობების ტენდენციებს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, განსაკუთრებით უმცირესობათა ჯგუფების მიმართ, კონფლიქტებსა და ძალადობრივ შეტაკებებს, შეუსრულებელ ვალდებულებებს და კვლავ ნაკლებობას პოლიტიკური ნების პოზიტიური თანამშრომლობისათის.

სიღარიბე და კლიმატის ცვლილებები კვლავ მწვავე საკითხებად რჩება ეუთოს რეგიონში.

ასამბლეა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რუსეთის სამხედრო შენაერთები საზღვრებზეა განლაგებული და სხვა მავნე მოქმედებები გრძელდება.

ასევე საქართველოში, სადაც ოკუპაცია, ანექსია და ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია მიმდინარეობს. მოქალაქეებს სისტემატურად იტაცებენ და აპატიმრებენ ე.წ საოკუპაციო ხაზის დარღვევის გამო.

ბელორუსში არსებულ ვითარებას, სადაც ათიათასობით ოპოზიციის მომხრე არის ციხეში და არანაირი კომპრომისის ან დიალოგის ნიშნები ჯერ კიდევ არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რაც ეუთოს მთავარი ინსტრუმენტია, მაგრამ როგორც ადრეც არაერთხელ მითქვამს, ეს უნდა იყოს მიზანმიმართული, პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული პროცესი, რაზეც კომპრომისი არ შეიძლება. ეს არის ჩვენი ერთიანობის ქვაკუთხედი უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში.“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები